თვალები-მზეებით სავსე...

თვალები-მზეებით სავსე...

ლექსები, ჩანახატები, ესეები

среда, 23 марта 2011 г.

ჩემი სამშობლო საქართველოა


ჩემო სამშობლო საქართველოვ...
მიყვარდი და კვლავ მიყვარხარ,
ჩემო ლამაზო,ჩემო კეთილო,
შენ ხომ მეორე ჩემი დედა ხარ!
შენი დღეები არ დაითვლება,
შენ უკვდავების მეფე ხარ ჩემთვის,
არც შენი სიკეთე არ დაითვლება,
შენ დედამიწის გული ხარ ფეთქვით.
მდიდარი ოქროს თვალითა ,ვერცხლით
და კარგი კაცით, გულადით ,ბრძენით,
ასეთი მინდა იყო ძვირფასო,
ასეთს გფარავდეს უფალი ზეცით!
***
მიყვარს ნათელი ცა
და მოლიცლიცე ზღვა,
ვუსურვებ მუდმივ მშვიდობას
ჩემს ზღვას,მთასა და ბარს!


სიზმარი

ერთ ლამაზ,მწვანე მთაზეო
ისეთი რამე ვნახეო,
გვირგვინი მედგა თავზეო
და თან მინათდა სახეო.
წინ მედგა წმიდა ჯვარიო,
სიკეთით მონათლულიო;
სიკეთის იყო მართლება,
არვის არ ედო ბრალდება.
იქ არ ხარობდა ბარდი,
იქ იყო მხოლოდ ვარდი,
იქ ცუდს არვინ არ ძიობდა,
იქ ცუდს არვინ უჩიოდა.
კარგს ფოთოლი არ ცვიოდა,
ცუდს იქ ბინა სულ არ ჰქონდა;
არასდროს იქ არ ციოდა,
ნებისყოფა მე იქ მქონდა.

წყარო
იყო ერთი პატარა წყარო,რომელიც გრძელ გზას გადიოდა:დაიარდა მთებსა და ტყეებს,კლდეებსა და ველებს.იყო ანკარა,ხალისით სავსე და საამური სასმენად.ის ფიქრობდა,რომ მისი მთავარი მოვალეობა იყო ამ ლამაზ მცენარეებს, ცხოველებსა და ფრინველებს წყლით გამასპინძლებოდა.წყაროსათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა მის წყალს დიდი დალევდა თუ პატარა.
გადიოდა დრო და წყაროს სხვადასხვა რუ და ღელე ემატებოდა.საბოლოოდ ის დიდ მდინარედ გადაიქცა.როცა მიხვდა,რომ ბევრი რამ შეეძლო,გაყოყოჩდა და ამაყი გახდა;არ კადრულობდა,მისი წყალი დაელია პატარა ცხოველებსა და ფრინველებს.უსუსურ,გამხდარ მცენარეებს უკრძალავდა მისი წყლით სარგებლობას.
ერთხელ მასთან პატარა წრუწუნა მივიდა და უთხრა:–,,მეგობარო,რა ხანია შენი წყალი არ მიგემია,ძალიან მომენატრა,თან რამხელა გაზრდილხარ?!" უკვე მდინარემ კი ასე უპასუხა:–,,როდის აქეთაა,რომ ჩემი მეგობარი ხარ?შენთვის წყალს მე არ გავიმეტებ!"
გადიოდა დრო და ასე გრძელდებოდა...
ერთ მშვენიერ დღესაც მდინარე ზღვას შეუერთდა.ზღვამ კი ის სრულიად შთანთქა.მაშინ მიხვდა მდინარე,რომ,როგორიც ის იყო სხვის მიმართ,ისეთი გამოდგა სხვაც მისადმი.მაგრამ სინანული გვიანი აღმოჩნდა...

მარიამ ლომთათიძე
ბახვის საჯარო სკოლა,VI კლასი

Комментариев нет:

Отправить комментарий