
როდესაც გულის სიღრმეში უცაბედად სითბო შემოგეპარებათ,უძილობა დაგჩემდებათ,ოცნებით ცაში ფრენას დაიწყებთ,გული სიხარულს ვეღარ დაიტევს და საგულედან ამოფრენას ლამობს,ნუ შეშინდებით,თქვენ დაგეუფლათ ის ღვთიური გრძნობა,რომელსაც სიყვარულს ეძახის ყველა.ის ჰაერივით უჩინარია და სიცოცხლისთვის აუცილებელია;ნექტარივით ტკბილი,ცასავით უკიდეგანო,ზღვასავით ღრმა და მზესავით ცხელია;წყაროს წყალივით ანკარაა,დედის რძესავით მშობლიური და ადამიანივით ამოუცნობია;ტირიფივით სევდიანი,სემირამიდას ბაღივით ლამაზი,ტაჯმაჰალის კედელივით მაგარი და ცისარტყელასავით მრავალფეროვანი.
-რა ფერია სიყვარული?
სიყვარული ცისფერია,ბალახისფერია,ცრემლისფერია,სევდისფერია...ისე კი...სიყვარულის ფერია.სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა,უიმისოდ ფლანგვა ამ დღეების ალბათ ცოდვაა...
თეონა მელიქაძე
ბახვის საჯარო სკოლა,X კლასი
Комментариев нет:
Отправить комментарий