თვალები-მზეებით სავსე...

თვალები-მზეებით სავსე...

ლექსები, ჩანახატები, ესეები

суббота, 5 марта 2011 г.

,,ოღონდ სიყვარული დარჩეს და ლექსი მშვენიერი გადარჩეს“

პროექტის აღწერა:
მოსწავლეები ქმნიან მხატვრულ ნამუშევრებს-ლექსებს, ჩანახატებს,ესეებს.
პროექტის სრული აღწერა:
შეიქმნა სკოლის ნორჩ შემოქმედთა ჯგუფი, რომელიც წარმოგვიდგენს მისი თვალთახედვით დანახულ სამყაროს ლექსების,ჩანახატების,ესეების სახით. აგრეთვე ისინი მოიძიებენ ინფორმაციას პოეზიის,ცნობილ პოეტთა და მწერალთა შესახებ.გაეცნობიან და დაათვალიერებენ საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნების გამოჩენილ ხელოვანთა შემოქმედებას.პარალელს გაავლებენ უძველესსა და თანამედროვე პოეზიას შორის და გაიაზრებენ,რა ცვლილებები განიცადეს მათ ძველი დროიდან დღემდე.შემდეგ შეეცდებიან მიღებული ცოდნა გამოიყენონ,ასახონ თავიანთ შემოქმედებაში და დაგვანახონ მათი გადმოსახედიდან საკუთარი თვალთახედვით შექმნილი,განსხვავებული სტილის ნამუშევრები.შეეცდებიან გადმოგვცენ ნამუშევართა შინაგანი სამყარო.ეს ყველაფერი დაგვეხმარება გაგვაგებინონ,თუ რაზე ფიქრობენ,რაზე ოცნებობენ,რა აწუხებთ,რაც იქნება საშუალება იმისა,რომ გავიგოთ მათი სულის ამოძახილი.
პროექტის შესაძლო აქტივობები:
მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას,კლასებში ჩატარდება ქართულის,ხელოვნების,ისტორიის,ისტ-ის გაკვეთილები,მოიძიებენ ინფორმაციას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურაზე,პოეზიაზე;გაეცნობიან პოეზიის თავისებურებებს.პროექტში მონაწილე ბავშვები გაეცნობიან ერთმანეთის შემოქმედებას,თავიანთ ქმნილებებშიგადმოგვცემენ საკუთარ სულიერ განწყობას ,როგორ აისახება განცდილი და ნაფიქრალ-ნააზრევი მზატვრულ შემოქმედებაში.
მოსალოდნელი შედეგები:
მოეწყობა პოეზიის საღამო-„ვსვათ ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე".გამოიცემა ბუკლეტები-„სკოლის ნორჩი შემოქმედნი".ეს ყველაფერი ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს მკითხველს.შედგება პრეზენტაცია,საქველმოქმედო აქციები.სემოსული თანხით დაეხმარებიან იმ მიუსაფარ ბავშვებს,რომლებიც ინკლუზიურ მიდგომას საჭიროებენ და სკოლაში ირიცხებიან.
სარგებლობა სხვებისთვის:
მეტი მოსწავლე გამოიჩენს თავს და გაუჩნდება სურვილი,თავადაც შექმნას ხელოვნების რაიმე ნიმუში.უამრავი ადამიანი გაეცნობა მოსწავლეთა სემოქმედებას.
კავშირები:
დაუკავშირდებიან ერთმანეთს სხვადასხვა სკოლის ნორჩი შემოქმედნი და დაუმეგობრდებიან ერთმანეთს.
ქართული ლიტერატურა
მოსწავლეები საფუძვლიანად გაეცნობიან ამა თუ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს.ისწავლიან მხატვრული ტექსტის გაგებას;ამ ნაწარმოების ირგვლივ გააკეთებენ სხვადასხვა კომპოზიციას,ესკიზს და შექმნიან სხვადასხვა ლიტერატურული გმირების შემოქმედებით სახეს.ეს ყველაფერი მათ დააახლოებს იმ მაწარმოების ეპოქასა და ისტორიასთან,რომელიც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე გადმოსახედიდან.
ხელოვნება
გაღრმავდება ცოდნა.შესაძლებელი გახდება ხელოვნების სხვადასხვა დარგის ახლებური გააზრება;ძველის საინტერესოდ შერწყმა თანამედროვე ხედვასთან.
ისტორია
სხვადასხვა ქვეყნების ეპოქის,კულტურის,ხელოვნების,ტრადიციების,ადათ-წესების გაცნობა.ეს ყველაფერი დაეხმარება მოსწავლეებს კარგად წარმოსახვაში,გაანალიზებაში და იმ თავისებურებების წარმოჩენაში,რასაც შექმნიან.
ისტი
ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება,გაანალიზება,გათავისება,სინთეზი.
პროექტის ხელმძღვანელი
ლელა ტუღუში
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
lelatugushi@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий